მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია. ის ქვეყანაში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა და იმის მიუხედავად, რომ არაერთგზის აქვს დარღვეული საქართველოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახა.

იური ლუჟკოვი ქანდაში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში იმყოფებოდა, როგორც რუსეთში ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრო ივანოვი წერს – მამა სერაფიმეს გალობის მოსასმენად.

შეგახსენებთ, იური ლუჟკოვი 2009 წელს ჯერ სოხუმში, შემდეგ კი ცხინვალში იმყოფებოდა.
კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;. ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

გავრცელებული ინფორმაციით,  იური ლუჟკოვი ფლობს  გაგრიდან სოხუმამდე  მდებარე მიწის ნაკვეთებს ასევე შენობა-ნაგებობებს.

banner
წინა სტატიაშითამბაქოს საწყობის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად – ბესო ჯგუშია დაიღუპა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის დათვლის პროცედურა დასრულდა