მოსკოვის განცხადება “ოცნების” განცხადებებთან სინქრონშია – გიორგი ვაშაძე

მოსკოვის განცხადება “ოცნების” განცხადებებთან სინქრონშია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ რუსეთი აღნიშნულ ინფრომაციას ქართველი ხალხის შესაშინებლად ავრცელებს, თუმცა მისი თქმით, ყველაფრის მშვიდობიანად დალაგება მოახლოებულ არჩევნებზეა შესაძლებელი.

სინქრონს ვხედავთ. „ქართული ოცნება“ და რუსეთი ერთნაირად საუბრობენ. ეს განცხადება მხოლოდ ამისთვის არის გამოყენებული, რომ ვიღაც შეაშინოს საქართველოში. მე კი მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ არაფერი პრობლემა არა რის, ხალხო. მერწმუნეთ, მშვიდობიანად მივალთ არჩევნებში. ჩამოვირიცხოთ სირცხვილი „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც თავს გვჭირს უკვე მთელ მსოფლიოში და დალაგდება ყველაფერი მშვიდად და წყნარად, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მოსკოვის ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვება აქვს გადაწყვეტილი და პოლიტიკური სპეცოპერაციას იწყებს. სწორედ ასე ხსნის პუტინის რეჟიმის დაზვერვის სამსახური საქართველოს ხელისუფლების ლიდერებისთვის დაწესებულ სანქციებს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შეცვლა სალომე ზურბიშვილთან არის შეთანხმებული.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია „Change Inspire“ ჩატარდა
შემდეგი სტატიარუსეთის სპეცსამსახურების განცხადებები ერთი-ერთში იმეორებს “ოცნების” გზავნილებს – სამადაშვილი