28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

მოსკოვის გამზირზე “ორი ნაბიჯის” ფილიალი ერთ თვეში მეოთხედ გაქურდეს

მოსკოვის გამზირზე მდებარე „ორი ნაბიჯის“ ფილიალი მიმდინარე თვეში უკვე მეოთხედ გაქურდეს. დილით ადგილზე მისულ მოსახლეობას მარკეტის ტერიტორია ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრული და სამართალდამცავები ადგილზე დახვდათ.

აღსანიშნავია, რომ ეს იმავე ფილიალში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი მეორე ქურდობის ფაქტია. წინა შემთხვევის დროს, გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე არასრულწლოვანთა ჯგუფი შეიჭრა; მათ მაღაზიის მინა ჩაამსხვრიეს და სიგარეტები მოიპარეს.

ამ დროისთვის უცნობია ბოლო ქურდობის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“მოჯთაბა ხამენეი ირანში არ იმყოფება” – ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ცნობა
შემდეგი სტატია“პუტინის დაშოშმინება შეუძლებელია” – ანდრეი სიბიგა