მოსკოვის გამზირზე ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი მოიწამლა

მოსკოვის გამზირზე გაზის ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი მოიწამლა. ოთხი მათგანი მცირეწლოვანია. სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, მსუბუქად არიან მოწამლული ორი ოჯახის წევრები. სამი ქალბატონი ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ინგოროყვას კლინიკაში, ოთხი ბავშვი კი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაჰყავთ.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/364078-moskovis-gamzirze-bunebrivi-airith-shvidi-adamiani-moitsamla.html

banner
წინა სტატიაშისაქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა
შემდეგი სტატიაპარიზის მოდის კვირეული – ქართველი მოდელის წარმატება (+ფოტოები)