19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

მოსკოვის ცენტრში, რესტორანში აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა

მოსკოვის ცენტრში, კუდრინის მოედანზე მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17-მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია და Telegram-არხები ავრცელებენ.

არსებული ცნობით, აფეთქების მომენტში რესტორანი კერძო ღონისძიებისთვის იყო დახურული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ობიექტზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ ჩაიკო თავის 55-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები და სამართალდამცავები. აფეთქების გამომწვევი მიზეზები და დაშავებულთა მდგომარეობა ამ ეტაპზე ზუსტდება.

banner
წინა სტატიაშიღამის განმავლობაში ღაზაზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაგომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური