მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი დაეშვა

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან საცდელი რეისი ჩაფრინდა, რომელშიც 21 მგზავრი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა იმყოფებოდა, სოხუმის აეროპორტში დაეშვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მანამდე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ სოხუმში ფრენებს ავიაკომპანია ЮВТ Аэро შეასრულებს.

სოხუმის აეროპორტმა 1993 წელს აფხაზეთის ომის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წელს გააუქმა აეროპორტის კოდი.

2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ კომპანია “ინფრასტრუქტურ დეველოპმენტთან”.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის დანიშნულმა “პრეზიდენტმა” ყაველაშვილმა სებ-ის პრეზიდენტად ნათია თურნავა დანიშნა
შემდეგი სტატიაივანიშვილის სასამართლომ გიორგი ქადაგიძე 2 500 ლარით დააჯარიმა