24.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

მოსკოვი უკრაინაში ომის “გაყინვაზე” უარს ამბობს — მიხაილ გალუზინი

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის „გაყინვას“ არ დათანხმდება, სანამ კრიზისის „ძირეული მიზეზები“ არ აღმოიფხვრება — ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს პოზიცია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც არაერთხელ გაუჟღერებია. გალუზინმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან „რეალობასთან შეხება დაკარგა და კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს“.

გალუზინის განცხადება ვაშინგტონის გააქტიურების ფონზე გავრცელდა. აშშ ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ცდილობს, რის ფარგლებშიც კიევსა და მოსკოვში დონალდ ტრამპის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი იგეგმება.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომას „ურთიერთგამომრიცხავი“ უწოდა:

„აშშ-ის მიერ იარაღის უწყვეტი მიწოდება, სადაზვერვო მონაცემების გაზიარება და სხვა სახის დახმარება თავისთავად მეტყველებს — ეს შეუთავსებადია მშვიდობისადმი ერთგულებასთან“, — განაცხადა გალუზინმა.

banner
წინა სტატიაშითელავში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს
შემდეგი სტატიაოლიგარქის კოლბაში ჩამოსხმული “ახალი სახეები” – მიხეილ სააკაშვილი