მოსკოვი თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვალს საკითხების კონსტრუქციული განხილვისკენ მოუწოდებს

region
ავტ.: region აგვისტო 31, 2019 11:17

მოსკოვი თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვალს საკითხების კონსტრუქციული განხილვისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ სოფელ წნელისთან ბლოგპოსტის აგებას გამოეხმაურა. მოსკოვმა მხარეებს ინციდენტების პრევენციისა და საკამათო საკითხების კონსტრუქციული განხილვისკენ მოუწოდა. მათი თქმით, ბოლო დროის განმავლობაში თბილისი სიტუაციას აქციებისა და “პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიების საშუალებით” განზრახ ძაბავდა.

“ამ პირობებში სამხრეთ ოსეთი იძულებულია, ყველა სამუშაო ცალმხრივ რეჟიმში განახორციელოს. ეს სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლებაა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. მათ უნდა შეუქმნან მოსახლეობას უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები. უკანასკნელი თვეების განმავლობაში თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებისა და პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიებით, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა. ეს უფრო მეტად ამწვავებდა სიტუაციას რეგიონში და მან საბოლოოს სიტუაციის გამწვავებას შეუწყო ხელი,”-ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სოფელ წნელისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასთან აგებული საგუშაგო იყო, რომლის დაშლაზე ქართულმა მხარემ უარი განაცხადა. საგუშაგო ადგილზე რჩება, კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა კი მომავალ კვირას ჩაინიშნა.

ართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა – საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე “სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ”.

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

region
ავტ.: region აგვისტო 31, 2019 11:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics