მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი უკმაყოფილებას გამოხატავენ საქართველოსთვის “ჯაველინის” ტიპის რაკეტების მიყიდვის თაობაზე

რუსეთი პროვოკაციად მიიჩნევს ქართულ-ამერიკულ სწავლებას

დღეიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებს12-13 დეკემბერს ჟენევაში გაიმართა მორიგი კონსულტაცია სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ჩარჩოებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთის ფედერაციის და აშშ-ს წარმომადგენლებმა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური საიტი.
შეხვედრაზე რუსეთის და აფხაზეთის დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევა ქალაქ კილმარნოკში ომის დროს სოხუმში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟის თაობაზე, ეწინააღმდეგება მის განცხადებას აფხაზებთან და ოსებთან შერიგების მზაობაზე.
აფხაზმა, რუსმა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლება ყურადღება გაამახვილეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის “ჯაველინის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიყიდვის თაობაზე. ეს არის თბილისსა და ვაშინგტონს შორის ყველაზე დიდი გარიგება 2008 წლის შემდეგ და უბიძგებს საქართველოს ახალი ავანტიურისკენ. ამ კონტექსტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულიად დროულად და გამართლებულად მიიჩნევენ რუსეთის დახმარებას თავდაცვის სფეროში.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაბლოკა ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღება.
საქართველოს გარდა, დისკუსიის ყველა მინაწილემ სიტუაცია საქართველოსა და აფხაზეთის, აგრეთვე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე შეაფასა როგორც სტაბილური.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2018 წლის მარტში.
შეგახსენებთ, ამ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური საიტი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი – ევროპულ სტრუქტურებში არაერთხელ სირცხვილნანახი იუსტიციის მინისტრი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის დაბრუნებას კანონიერი გზით აპირებს