მოსკოვი საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს

მოსკოვი საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ლავროვის უწყებაში უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ 11-დან 26 მაისამდე დაგეგმილი წვრთნების ფარგლებში საქართველოში ალიანსის სამხედრო ტექნიკა და ტანკები იგზავნება.

“NATO-ს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ასეთ თანმიმდევრულ ათვისებას პროვოკაციულ ნაბიჯად განვიხილავთ, რომელიც კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გაუარესებას ითვალისწინებს, რასაც ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან თბილისის რევანშისტული მიზნების ხელშეწყობაც ემატება,” – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე მოყვანილია დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ ვიდრე ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოს შეიარაღებული ძალების მისია შეუსრულებელია, ამ მისიის შესრულების საფუძველი კი ქართველი სამხედროებისა და პარტნიორების დახმარებაა.

მოსკოვში საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ 4 მაისს გააკეთა, მაშინ როდესაც ფოთის პორტში ამერიკული ტანკები შევიდა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა თბილისში არალეგალურად მოქმედი კაზინო გამოავლინა
შემდეგი სტატიაგასულ წელთან შედარებით, იანვარ-აპრილში, 45%-ით მეტი ღვინოა ექსპორტირებული