რუსეთი უკრაინაში “რუსულენოვან მოსახლეობას” დაიცავს

“ჩვენ უბრალოდ ჩვენს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთ, რუსულენოვანი მოსახლეობისას, მათ მომავალშიც დავიცავთ” – 13 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა სერგეი რიაბკოვმა განაცხადა და დაამატა, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი სიტყვები, როგორიცაა ფასი და გასწორება. გარდა ამისა, მან აშშ-ს მსოფლიო არენაზე რუსეთის პოზიციების შერყევის მცდელობაში ბრალი დასდო – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთი შედეგებზე აგებს პასუხს, თუკი ის აგრესიულ მოქმედებებს გააგრძელებს.

“შეკითხვა იმაში მდგომარეობს, გააგრძელებს თუ არა რუსეთი აგრესიულ და უპასუხისმგებლო მოქმედებებს. თუკი კი, მაშინ პრეზიდენტმა (ჯო ბაიდენმა) ნათლად მიანიშნა, რომ ამისთვის უნდა გადაიხადო, იქნება შედეგები” – სახელმწიფო მდივანმა ამერიკულ NBC-სთან გუშინ, 12 აპრილს განაცხადა.

გუშინ ოფიციალურმა უკრაინამ გაავრცელა, რომ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე რუსეთმა 80 ათასი სამხედრო მოსამსახურე გადასხა.

banner
წინა სტატიაშიაშშ გერმანიაში დამატებით 500 სამხედრო პირს განათავსებს
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: ფეოდალურ ხანაში აღმოვჩნდით, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს