მოსკოვი ქართული აგენტურით უკმაყოფილოა

რუსული მედია, საქართველოში რუსეთის ინტერესის გამტარებელი ქართველი პოლიტიკოსების მიმართ უკმაყოფილებაზე წერს.
სკანდალური სტატია სათაურით ,,მოსკოვის ქართული ფოცხები,, , რომელიც საინფორმაციო სააგენტო Regnum-მა გამოაქვეყნა და მისი ავტორი ებრაელი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ავიგდორ ესკინი გახლავთ.
სანამ სტატიაში მოყვანილ ციტატებს გაგაცნობდეთ, ორიოდე სიტყვით მისი ავტორის შესახებ გვინდა მოგითხროთ, რათა მკითხველისთვის უფრო ნათელი იყოს თუ საიდან მიღებულ ინფორმაციებს და მოსაზრებებს ეყრდნობა ავტორი წერილში მოყვანილი შეფასებების დროს.
1960 წელს მოსკოვში დაბადებული ავიგდორ ესკინი, 14 წლის ასაკში რუსი დისიდენტი მწერლის – ალექსანდრ სოლჟენიცინის პროკლამაციების გავრცელების გამო საბჭოთა რეჟიმს მცირე ხნით დაკავებულიც ჰყავდა და სკოლიდანაც გარიცხეს… თუმცა დისინდენტული კარიერა მას რუსეთში არ გაუგრძელებია და მალე, 19 წლის ასაკში, მან ისრაელში ემიგრირება მოახერხა. ისრაელში სამხედრო სამსახური მოხდის შემდეგ პოლიტიკურ, პუბლიცისტურ და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობას მიჰყო ხელი. ესკინი მოღვაწეობა და პრიორიტეტები მკვეთრად შეიცვალა 1994 წელს, როდესაც მან თელავივში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის წინააღმდეგ რუსეთის არმიის მხარდამჭერი აქცია მოაწყო, რის გამოც 1995 წელს, რუსეთის ხელისუფლებამ ესკინი რუსეთის მოქალაქეობით ,,დააჯილდოვა,, 1997 წლიდან მოყოლებული, ავიგდორ ესკინი ისრაელის ხელისუფლებამ რამდენჯერმე დააპატიმრა ექსტრემიზმისა და მუსლიმთა სიწმინდეებზე ვანდალური მოქმედებების განხორციელები მოწოდების გამო. ხოლო 2001 დან 2003 წლამდე მან ისრაელის ციხეში სასჯელი მოიხადა ექსტრემისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო.
ამჟამად რუსეთისა და ისრაელის მოქალაქე, პუბლიცისტი ავიგდორ ესკინი, საკუთარ თავს მოიაზრებს როგორც ებრაელი ტრადიციონალისტი, რომელსაც სურს თავისი ერის რუსეთთან და ამ ქვეყნის კონსერვატიულ ძალებთან ურთიერთობის გამყარება. მას, ღია და მჭიდრო პოლიტიკური კავშირები აქვს რუსეთის ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინთან და მის ნაციონალისტურ-კონსერვატიულ დაჯგუფებასთან რუსეთის ხელისუფლებაში. ავიგდორ ესკინი 2017 წლიდამ რუსულ პროსახელისუფლო სააგენტო ,,რია ნოვოსტის,, ოფიციალური ბლოგერია.
ავიგდორ ესკინის ზემოთ მოყვანილი ბიოგრაფიული მონაცემები, რომელიც ინტერნეტში უხვად მოიპოვება, ცხადჰყოფს, რომ საქართველოზე და ქართველ პოლიტიკოსებზე ინფორმაციას, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციას დაფინანსების წყაროებზე, დაპირებებზე და ა.შ. , ებრაელი პოლიტოლოგი რუსეთის ხელისუფლებიდან პირდაპირ ღებულობს და შეფასებებშიც მათ პოზიციას ახმოვანებს. ახლა კი თავად სტატიაზე.

პირველი და სკანდალური რაც ესკინის სტატიაში გაჟღერდა, არის ის, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტოლოგი აშკარად აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძე, ,,პატრიოტთა ალიანსის,, წარმომადგენელი პარლამენტარი გიორგი ლომაია და პარტიის სხვა წევრები დავით თარხან მოურავის ჩათვლით და კიდევ ვიღაც ყოფილი ზვიადისტი, საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ძალების დასაფინანსებლად რუსეთის ხელისუფლებისაგან ფულს იღებდნენ.

,,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოდან საშუალო ეშელონის პოლიტიკოსების მცდელობა მოსკოვთან დაახლოებისა, უშედეგოა. თუ ვაღიარებთ, რომ ვიღაც საზოგადო ფიგურების მიერ, საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის ფულადი თანხების  მიღება  არ წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ამოცანას, რაღა რჩება ამ კონტაქტებიდან? როდესაც მოსკოვში შეხვედრებს მართავენ, საკუთარი თავისთვის ფულის ძიებაში მათ ავიწყდებათ ქართველი დევნილები და საქართველოს ტერიტორიები. შემდეგ ჩადიან თბილისში, სადაც პოლიტკორექტულობა მოითხოვს, მოსკოვის მკაცრ კრიტიკას. სადაც დეკლარირებულია აფხაზეთში დაბრუნებისკენ სწრაფვა. და იწყება დისონანსური ხასიათის მრავალხმოვანება. სწორედ ასე იყო ნინო ბურჯანაძესთან და ასეა ახლანდელ ფავაორირებთან -“საქართველოს პატრიოტებთან”. სწორედ ასეთი ხასიათისაა კონტაქტები დუმას დეპუტატთან КПРФ-დან ლეონიდ კალაშნიკოვსა და “პატრიოტების” დეპუტატ გიორგი ლომიას და მის კოლეგებს შორის, პარტიის ლიდერ დავით თარხან-მოურავის ჩათვლით.,, აცხადებს ავტორი

ესკინის სტატიაში აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთები რუსეთის ხელისუფლებაში ძალიან გაბრაზებულნი არიან   ნინო ბურჯანაძისათვის და ,,პატრიოტთა ალიანსისათვის,, რუსეთის ინტერესების გასატარებლად დახარჯული ფულების  ,,გადაყრის,, გამო  და მათზე ანგარიშს ითხოვენ.

,, ეს ასეა ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებითაც, რომელსაც ხარჯების მეტი არაფერი მოუტანია. ეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს “საქართველოს პატრიოტების” შემთხვევაში. საუბარია პარტიაზე, რომელმაც გაჭირვებით გადალახა 5 %-იანი ბარიერი არჩევნებში. ის სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებთან ოპოზიციაში პოზიციონირებს. მაგრამ რადგან “ნაციონალებმა” 5-ჯერ მეტი ხმები მიიღეს, ოპოზიციაში პარადი მათ მიყავთ, მათი დამოკიდებულება რუსეთთან დიალოგის მიმართ კი კიდევ უფრო სკეპტიკურია, ვიდრე მმართველი “ქართული ოცნების”.

გამოდის, რომ “საქართველოს პატრიოტების ” სახით მოსკოვი ინვესტიციას ახდენს იმათში, ვინც ვერანაირად ვერ იქნება სასარგებლო ვერც მისთვის და ვერც ორმხრივი ურთიერთობებისთვის. . ეს მოძრაობა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რადგან უნდა დაუბრუნოს ფული იმ ადამიანებს, ვინც პარლამენტში მოხვედრის სანაცვლოდ მათ აფინანსებდა. მაგრამ არჩევნებში ფიასკოს შედეგად პარტია იძულებულია ნებისმიერი გზებით იშოვოს ფული, სწორედ ამან მოიყვანა ისინი მოსკოვში,, აცხადებს ესკინი.

ებრაელი პოლიტოლოგის სტატიის ეპილოგში მოუწოდებს რუსეთს, რომ შეწყვიტოს საშუალო დონის უმაქნისი ქართული პარტიების დაფინანსება და ფული ქართული კულტირის მოღვაწეებსა და არასამთავრობო სექტორში დააბანდოს.

რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ეს სტატია ნათლად ცხადჰყოფს რამდენად არასაიმედო პარტნიორია ეს ქვეყანა არა მხოლოდ დამოუკიდებლობის მქონე მეზობლების, არამედ სამეზობლოდან ნაყიდი მისი აგენტების მიმართაც, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ზედმიწევნით არ შეასრულებენ.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

P.S. ავიგდორ ესკინის სტატიიდან ,,მოსკოვის ქართული ფოცხები,, ციტატები მოყვანილია სააგენტო ,,ფოსტალიონის,, მიერ გამოქვეყნებული იმავე  სტატიის ქართული თარგმანიდან.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: მომდევნო ეთერში საზოგადოებას ამცნე, თუ რა ეტაპზეა შენგან საზოგადოებისთვის დანაპირები იმ ორმოცი საპირფარეშოს მშენებლობა
შემდეგი სტატიაპუტინმა ინალ არძინბა ახალ თანამდებობაზე დანიშნა