მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა როგორც ჩანს, კიევს ეს არ სჭირდება – ლავროვი

მოსკოვი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა, მაგრამ კიევს, როგორც ჩანს, ეს არ სჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ მოლაპარაკებით გადაწყვეტილებების მომხრე ვართ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამაზე შევთანხმდით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მარტის დასაწყისში შემოგვთავაზა მოლაპარაკებები“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ უკრაინის დელეგაცია და თავად ზელენსკი ისე იქცევიან, „როგორც ჩანს, მოლაპარაკებებით განსაკუთრებით არ არიან დაინტერესებულნი“.

„როგორ მოიქცა უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე, როგორ მოიქცა თავად პრეზიდენტი ზელენსკი, უარი თქვა იმის დადასტურებაზე, რომ მათ ერთი კვირის წინ, ჩვენი ახალი წინადადებები მიიღეს. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე. ეს, რა თქმა უნდა, დამთრგუნველია“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს, თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებას კვლავ გააგრძელებს. „თუ ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ მოლაპარაკების გზით გადავწყვიტოთ ეს საკითხი. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისკენ“, – დაასკვნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკამ შთააგონა უკრაინელებს „მათი ერის ექსკლუზიურობა და ყველაფერი რუსულის სიძულვილი” – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი
შემდეგი სტატიამიხიელ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე – მეუფე ნიკოლოზი