მოსკოვი მოკავშირე ქვეყნებს საკუთარ ანბანზე უარის თქმას და რუსულზე გადასვლას სთავაზობს

რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოლგა ვასიელიევა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) შემავალ ქვეყნებს საკუთარ ანბანზე უარის თქმას და რუსულ კირილიკურ ანბანზე გადასვლას სთავაზობს.
,,ბოლო 10 წელი დიდი თემა იყო: შრიფტების ლათინიზაცია და არაბიზაცია. აი ახლა კი, ჩვენ ,,დსთ,ს მასშტაბით ერთიან შრიფტზე უნდა გადავიდეთ და ეს რუსული კირილიკური ანბანი უნდა იყოს… რადგან, როგორც გამოკითხვა ცხადჰყოფს,  ჩვენს უახლოეს სამეზობლოს მოსახლეობა, კირილიცის მიმართ მიჯაჭვულობის გამო მის აუცილებლობას ხედავს,, განაცხადა ვასილევამ.
აღსანიშნავია, რომ კირილიზაციაზე სხვა და სხვა დროს უარი განაცხადა აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა, რომლებმაც შრიფტების ლათინიზაცია მოახდინეს.
სომხეთის (რომელიც ასევე შედის ,,დსთ,,-ში,,) საზოგადოება და მედია, შეურაცხყოფად მიიჩნევს რუსეთის მხრიდან მსგავს შეთავაზებას. ,,ჩვენ მეხუთე საუკუნის ანბანი გვაქვს, რომელიც 5 საუკუნით ადრე შეიქმნა, ვიდრე რუსული კირილიცა და ის მსოფლიოს 20 ორიგინალურ ანბანში შედის,, აცხადებს სომხური მედია.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ფინანსური პოლიციის უფროსად გიორგი თვაური ინიშნება?
შემდეგი სტატია(video) “მაქვს შეთავაზება, კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე”