20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

მოსკოვი კიევში “გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე” იერიშების მიტანით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  რომ რუსეთის არმია თანმიმდევრულად მიიტანს იერიშებს უკრაინაში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე.

„შეიარაღებული ძალები იწყებენ დარტყმების განხორციელებას კიევში მდებარე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, მათ შორის კონკრეტულ ადგილებზე, სადაც ხდება იმ უპილოტო საფრენი აპარატების პროექტირება, წარმოება, პროგრამირება და გამოყენებისთვის მომზადება, რომლებსაც კიევის რეჟიმი ნატო-ს სპეციალისტების დახმარებით იყენებს. ეს სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან კომპონენტების მიწოდებაზე, სადაზვერვო მონაცემების გადაცემასა და სამიზნეების მითითებაზე. დარტყმები განხორციელდება ასევე გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე და სამეთაურო პუნქტებზე“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

გარდა ამისა, როგორც  რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, ყველა ეს ობიექტი უკრაინის დედაქალაქში მდებარეობს, ამიტომ სამინისტრომ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქალაქი, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას, არ მიუახლოვდნენ სამხედრო და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას.

banner
წინა სტატიაშიირინა წაქაძე: სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების ახალი მეთოდოლოგია, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატიაპოლონეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა