30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

მოსკოვი კიევ-პეჩერის ლავრის დაზიანებას უარყოფს და მომხდარში ამერიკულ Patriot-ს ადანაშაულებს

რუსეთის მტკიცებით, კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბიათ და ის ამერიკული Patriot-ის რაკეტამ დააზიანა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ოფიციალური განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ კიევ-პეჩერის ლავრაზე იერიში „გერან-2“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა, რომელიც ირანული Shahed-ის ანალოგის რუსულ ვერსიას წარმოადგენს. უწყების ცნობით, სამონასტრო კომპლექსზე თავდასხმა 15 ივნისის ღამეს, 01:50 საათზე, კიევის მასშტაბური დაბომბვის დროს განხორციელდა.

SBU-ს ექსპერტებმა დასკვნა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი დრონის კორპუსისა და ძრავის ფრაგმენტების ანალიზის საფუძველზე გამოიტანეს. ნამსხვრევებზე არსებული ქარხნული მარკირებებით დგინდება, რომ ცალკეული კომპონენტები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, „ალაბუგას“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაშია დამზადებული.

მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტაძრის სახურავი, გუმბათები, კედლები და ჩაიმსხვრა მინები. ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით (ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევა) დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე – არ მგონია, ვეტოს საკითხზე ევროკავშირს საბოლოო გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული, უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
შემდეგი სტატიადანა უაითი ილია თოფურიაზე: საავადმყოფოშია, შესაძლოა თვალის ორბიტა ჰქონდეს გატეხილი