მოსკოვი ემზადება ბორის ჯონსონის რუსეთში ვიზიტისთვის

რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ემზადება მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის შესახვედრად. ამის შესახებ ჟურნალიტებს განუცხადა საგარეო უწყების მინისტრის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ტიტოვმა.


” ამ ეტაპზე ჩვენ და ბრიტანელი კოლეგები ერთად ვმუშაობთ ვიზიტის მომზადებაზე…თუმცა ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, ბრიტანელებმა შეცვალეს ტრადიციული დიპლომატიური ეტიკეტი. კერძოდ, ბრიტანელებმა უკვე ოფიციალურად დააანონსეს ჯონსონის მოსკოვში ვიზიტი ამა წლის ბოლოს და განსახილველი საკითხების სია….და ეს მაშინ, როდესაც არსებული ეტიკეტის თანმახმად, ინფორმაცია ვიზიტის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე ვრცელდება”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიმოცვი აუმჯობესებს ბავშვის ტვინის აქტიურობას
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეა მზადაა გაანადგუროს ყველა მტერი