უკრაინულმა დაზვერვამ რუსეთისა და ირანის საიდუმლო სამხედრო კავშირი გაშიფრა.
უკრაინული დაზვერვის ანგარიში, რომელიც დასავლურმა წყაროებმაც დაადასტურეს, რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობის უპრეცედენტო მასშტაბებს ააშკარავებს:
მხოლოდ მარტის ბოლო 10 დღეში რუსულმა თანამგზავრებმა ახლო აღმოსავლეთის 11 ქვეყანაში 46 სტრატეგიული ობიექტი გადაიღეს. მათ შორის არის აშშ-ის ბაზები, აეროპორტები და ნავთობის საბადოები.
ანგარიში აჩვენებს მკაფიო კანონზომიერებას — რუსული თანამგზავრების მიერ ობიექტის დაზვერვიდან რამდენიმე დღეში, ამავე წერტილს ირანული ბალისტიკური რაკეტები და დრონები ესხმიან თავს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საუდის არაბეთს, სადაც რუსეთი ამერიკული ჰაერგაწინააღმდეგო სისტემის, THAAD-ის ლოკაციებს ეძებდა.
რუსული კოსმოსური აპარატები აქტიურად ზვერავენ ჰორმუზის სრუტეს, სადაც ირანმა ფაქტობრივი ბლოკადა დააწესა. ეს არის გზა, რომელზეც მსოფლიო ნავთობისა და გაზის 20% გადის.
დაზვერვის მონაცემებით, რუსი და ირანელი ჰაკერები ერთობლივად მუშაობენ ციფრულ სივრცეში აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ.















