მოსკოვი ბრიტანეთისგან რუსეთში დიპლომატების შემცირებას მოითხოვს

მოსკოვმა ბრიტანეთს ერთი თვე მისცა რუსეთში დიპლომატების გასაწვევად და მოითხოვა რომ მათი რაოდენობა რუსეთშიც იმდენივე დატოვონ, რამდენი რუსი დიპლომატიც მუშაობს ბრიტანეთში -წერს “ბიბისი”. ლონდონმა კრემლის ამ მოთხოვნას სამწუხარო, მაგრამ მოსალოდნელი უწოდა.
მანამდე ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. რუსეთმა იგივე ზომები მიიღო, თუმცა, მანამდე საუბარი არ ყოფილა დიპლომატების რიცხვების შემცირებაზე, არამედ საუბარი იყო თანამშრომლების შეცვლაზე – ყველა მხარეს ახალი თანამშრომლის გაგზავნა შეეძლო. ახლა რუსეთის საგარეო უწყება ზუსტად შტატების შემცირებას ითხოვს საელჩოსა და საკონსულოში. ამისათვის ბრიტანულ მხარეს ერთი თვე მისცეს – “ბიბისი” წერს.

გუშინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს ელჩის სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც ნაუერტმა აღნიშნა ის ჯონ ჰანსმენს ტელეფონით ესაუბრა. განცხადება რუსეთში აშშ-ს საკონსულოს დახურვას და 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას ეხებოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა 60 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება იმდენად მოკლე ვადაში მოსთხოვა, რომ “ეს მოწმობს, რომ რუსეთს დიალოგი არ აინტერესებს. რუსეთის პასუხს არა აქვს ახსნა. ჩვენი მოქმედება გამოწვეული იყო გაერთიანებულ სამეფოზე თავდასხმიდან, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქესა და მის ქალიშვილზე მოხდა. შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მშვიდობიან დროს ნერვულ-პარალიტიკური აგენტი “ნოვიჩოკი” გამოიყენეს” – აღნიშნულია განცხადებაში. ნაუერტმა თქვა, რომ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მხარი დაუჭირეს თავისმა მოკავშირეებმა და რომ “ერთ-ერთი ასეთი ბოლო ქვეყანა საქართველოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის რუსეთის მეზობელია, საქართველომ დღეს დააანონსა ერთი რუსეთის აგენტის გაძევების შესახებ. ამდაგვარად, სულ 28 ქვეყნიდან 153 რუსეთის აგენტს გააძევებენ” – განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

მანამდე აშშ-მ, ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატების გაძევებას გამართლება არა აქვს და არ ღირს რუსეთი ისე მოიქცეს, თითქოს მსხვერპლია, ამიტომ, ვაშინგტონი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომები მიიღოს.

უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონთან ახლოს, სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული იპოვეს 4 მარტს.
გუშინ გავრცელდა, რომ იულია სკრიპალის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას უკვე ლაპარაკი შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება ბესელია – ზარდიაშვილს შორის – დეპუტატებმა კომიტეტის სხდომა დატოვეს
შემდეგი სტატიარუსული არხი RT ვაშინგტონში მაუწყებლობას წყვეტს