მოსკოვი, ბელგოროდი, ტულა, ვორონეჟი, სმოლენსკი – უკრაინული შეტევის სამიზნეები გახდნენ

17 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, გრაივორონის რაიონში კერძო სახლზე დრონით დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გლადკოვის თანახმად, ქალაქ ბელგოროდში ჰოსპიტალიზებულია ექვსი დაშავებული.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თანახმად, ქალაქ ვორონეჟში მოგერიებული დრონების ფრაგმენტები დაეცა მრავალსართულიან სახლს, სადაც ოთხი ბინა დაზიანდა და სამი მოზარდი დაშავდა. ვორონეჟზე დრონებით შეტევა იყო 15 ივლისსაც, ადგილობრივი ხელისუფლება ერთი დაღუპულისა და ოცზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.

17 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო სმოლენსკის ოლქშიც, სადაც, გუბერნატორ ვასილი ანოხინის თანახმად, მოგერიებული უკრაინული დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს უკრაინის რადა ზელენსკის მიერ წარდგენილ ახალ მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს
შემდეგი სტატიაგამოკითხულ ისრაელელთა უმრავლესობა ღაზაში ომის დასრულების მომხრეა, მაგრამ ერთი პირობით