მოსკოვი ბაჰრეინის და ირანის შერიგებას შეეცდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 5, 2016 16:56

მოსკოვი ბაჰრეინის და ირანის შერიგებას შეეცდება

მოსკოვი ბაჰრეინის და ირანის შერიგებას შეეცდებარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაჰრეინსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთიობების შეწყვეტაზე კომენტარი გააკეტა.
“იმის ნაცვლად, რომ ურთიერთობები წყდებოდეს, მათი მხარდაჭერაა აუცილებელი. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი არ არის კონსტრუქციული” – განაცხადეს უწყებაში.

რუსეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ახლო აღმოსავლეთში უკანასკნელ დღეებში განვიტარებული მოვლენების გამო იმ ქვეყნებში, რომელთანაც რუსეთს მეგობრობა აკავშირებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები გამოიჩენენ გონიერებას და სიტუაციას უფრო არ გაამწვავებენ – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მოსკოვის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდდამხოლოდ მოლაპარაკებებია და ის მზაობას გამოთქვამს შუამავლის როლი ითამაშოს, თუკი ეს საჭირო გახდება.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობა შაბათს, საუდიში შიიტი წინამძღვრის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიძაბა.
საუდის არაბეთი სუნიტური ქვეყანაა. ირანი – შიიტური.
დღეს ბაჰრეინმა ირანის ელჩს 48 საათი მისცა იმისათვის, რომ მან ქვეყანა დატოვოს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 5, 2016 16:56