მოსკოველმა ტურისტებმა საკუთარი მეგობრი მთებში მიატოვეს რომ თვითმფრინავზე არ დაგვიანებოდათ

მოსკოველმა ტურისტებმა საკუთარი მეგობრი მთებში მიატოვეს რომ თვითმფრინავზე არ დაგვიანებოდათ

5 (1)ინციდენტი რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში მოხდა და ადგილობრივი სამაშველო სამსახურის გაოგნება გამოიწვია -ამის შესახებ რუსული “ეხო მასკვი” წერს.
ოთხმა მოსკოველმა ტურისტმა იმის გამო, რომ თვითმფრინავზე აგვიანდებოდათ, დაშავებული მეგობარი მთებში მიატოვეს ისე, რომ ამის შესახებ არავის აცნობეს. 30 წლის ტურისტმა ფეხზე დაზიანებები მიიღო და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. განგაში ტურისტის დედამ ატეხა – მაშველებმა მამაკაცის შესახებ 24 საათის შემდეგ გაიგეს, იპოვეს ის და ტურისტულ ბაზამდე მიღწევაში დაეხმარნენ.
მაშველების თქმით, ისინი შოკში იყვნენ ტურისტების მოქმედების გამო.როგორც რუსული მედია ავრცელებს, დაშავებულმა უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე და არც პოლიციაში შეუტანია საჩივარი.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” მთავარი პროპაგანდისტი დაიღუპა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – ლევან იზორიამ ცოტა მეტი იმეცადინოს, რათა იცოდეს, წვრთნები როდის და რა პირობებში იგეგმება