მოსკოველმა დეპუტატმა ქეთევან ხარაიძემ იზოლატორში შიმშილობა შეწყვიტა

მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ქეთევან ხარაიძემ, რომელიც სახელმწიფო დუმის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას და რომელიც თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობა შეწყვიტა. მან პროტესტის ამ ფორმას მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო მიმართა – “დოიჩე ველე” წერს. ქეთევან ხარაიძის ადვოკარტმა ევგენია გრიგორევნამ გაავრცელა, რომ მან ქეთევანი მოინახულა, ის თავს კარგად გრძნობს და შიმშილობა 28 ივნისს შეწყვიტა. ადვოკატმა, ასევე, აღნიშნა, რომ შიმშილობამ ქეთევან ხარაიძე დაასუსტა და მას “ამ უკანონობის გამო დიდი სტრესი აქვს”.

მაისის შუა რიცხვებში ხარაიძემ გაავრცელა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. 18 ივნისს სამართალდამცველებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, შემდეგ კი ის დაკითხვაზე წაიყვანეს. მას თაღლითობაში დასდეს ბრალი “”განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ზარალის მიყენებით”.

ხარაიძის შემთხვევა პირველი არ არის, როცა რუსეთში სახელმწიფო დუმას არჩევნების კანდიდატებს იჭერენ.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება დღეიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე იზრდება
შემდეგი სტატიაასტრონომიული პეიზაჟის ფოტოკონკურსის ფინალისტები დასახელდა (ფოტო)