“მოსყიდვაა – მოისყიდეთო, გასატაცებელია – ყველაფერზე თანხმობაა მიცემულიო” – ფარული ჩანაწერი

მოისყიდეთ, დააშინეთ და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს.. ზევიდან ყველაფერზე თანხმობაა“ – „კურიერს“ ფარული ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

მასალის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები “მოვიდა ზევიდან”.

ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად… ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია არჩევნების მოსაგებად ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება.

გია დანელია ამბობს, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია და მიუხედავად იმისა, რომ კადრშიც ჩანს, „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ ვიდეოში ის არ არის.

banner
წინა სტატიაშიხვალ პარლამენტში გიორგი ქობულია მივა
შემდეგი სტატია„რას ნიშნავს ყველანაირ მეთოდზე გადასვლა, რომ მივიღოთ ისევ ია კერზაია“ – სანდრა რულოვსი „ოცნების“ გეგმაზე და ფარულ ჩანაწერზე