მოსყიდვა, ძალადობა, გაყალბების მცდელობა – გახარიას გუნდი საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებს აჯამებს

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევები შეაჯამა.

სხვისი პირადობების გამოყენება, მოსყიდვები, ფულის დარიგება უბნებთან, გადახაზული ბიულეტენების “ოცნებისთვის” ჩათვლა – ეს იმ დარღვევების ჩამონათვალია, რომელზეც ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.

გახარიის გუნდის წევრის თქმით, დღეს მათმა წარმომადგენლებმა 50 საჩივარი დაწერეს, პარტია “საქართველოსთვის” მხრიდან სპეციალურ საგამოძებო სამსახურში სხვისი პირადობების გამოყენებასთან დაკავშირებით შევიდა განცხადებაც.

ნათია მეზვრიშვილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ეფექტურ და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

დღეს მოვიპოვეთ ცხადი მტკიცებულება და ცალსახად დადასტურდა, რასაც ვამბობდით, რომ რეალურად სხვა ადამიანების პირადობების გამოყენებით სხვა ადამიანები აძლევდნენ ხმას. ანუ კონკრეტული ფოტო გვაქვს, კონკრეტული მტკიცებულება, რომ ადამიანი არის ერთი სახელით და გვარის და ხელში უჭირავს მეორე ადამიანის პასპორტი. რაც შეეხება მეორე სისტემურ დარღვევას, ეს გახლავთ მოსყიდვები, რის გამოც დღეს “ოცნება” თავს დაგვესმა. კონკრეტულებები ვიდეომტკიცებულებები წარმოვადგინეთ, გაეგზავნა ყველა დამკვირვებელს, ფულს როგორ არიგებდნენ ავტობუსებით ჩამომდგარი “ოცნების” პარტ-აქტივი. ფულსი დარიგების ვიდეო-მასალა საზოგადოებას წარვუდგინეთ. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს. პირადობებთან დაკავშირებით შევიტანეთ განცხადება სპეციალურ საგამოძებო სამსახურში და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ რეაგირებას. შემდეგი დარღვევა, რომელიც სულ ახლახანს, ხმების დათვლისას გამოვლინდა და მინდა გაჩვენოთ, ასეთი ტიპის გადახაზულ ბიულეტინებს, სადაც გადახაზული ხაზი გადის “ოცნებაზე”, უთვლიან მმართველ პარტიას. ეს ხდება ყველა უბანზე და რა თქმა უნდა, ამას შედეგებზე აქვს დიდი გავლენა. ახლა, ამ წუთებში ხმების გადათვლა მიმდინარეობს სანთლის შუქზე ბევრ რეგიონში, “ოცნებამ” 90-იანები დააბრუნა, იმიტომ, რომ გაყალბების მასშტაბები გაეზარდა. უამრავი ფაქტი დააფიქსირეს ჩვენმა წარმომადგენლებმა, სადაც “ოცნება” არიგებდა ბიულეტენებს, სადაც წინასწარ 41 იყო მონიშნული. ასეთი ათეულობით საჩივარი გვაქვს დაწერილი. ამ დროის მონაცემებით 50 საჩივარია ცესკოში ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიერ დაწერილი. ასევე დილიდან დაფიქიქსირდა შემთხვეა, როდესაც ერთ ადამიანს აძლევდნენ ორ ბიულეტენს. იმედი მაქვს ამაზე სამართლებრივი რეაგირება იქნება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“კრემლის გეგმა ხმების უხეშად გაყალბების შესახებ მოქმედებს” – ხრისტო გროზევი
შემდეგი სტატიაზუგდიდში კოალიცია “ცვლილებებისთვის” ოფისი დაარბიეს