მოშიმშილე სენცოვს, შესაძლებელია, შინაგანმა ორგანოებმა უმტყუნოს

უკვე სამ თვეზე მეტი ხნის მანძილზე მოშიმშილე უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სანცოვის მკურნალი ექიმი ფიქრობს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდება და მისი შინაგანი ორგანოები ფუნქციონირებას შეწყვეტენ -ინფორმაციას უფლებადამცველი ზოია სვეტოვა ავრცელებს, რომელმაც რეჟისორი კოლონიაში მოინახულა.
“სენცოვი, ძირითადად წევს. გახდა, მისივე თქმით, 17 კილოგრამი დაიკლო, ექიმების თქმით – 11 კილო. ამბობს, რომ მალე იღლება, პერიოდულად კი გულის არეში ტკივილები აქვს. მისი მდგომარეობა უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე იცვლება. მკურნალი ექიმი პროგნოზებს არ აკეთებს, მაგრამ თქვა, რომ კარგია შიმშილობის შეწყვეტა. შესაძლებლია, შინაგანმა ორგანოებმა უმტყონონ” – განაცხადა სვეტოვამ. უფლებადამცველმა, ასევე აღნიშნა, რომ ექიმები რეჟისორს საკვებ ფაფებს აძლევენ, მაგრამ ამით მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელია.

თვითონ სენცოვი, საკუთარ მდგომარეობას აფასებს, როგორც “ჯერჯერობით, არაკრიტიკულს, კრიტიკულამდე მდგომარეობას”, მაგრამ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
შიმშილობის დაწყევის დღიდან სენცოვთან შესვლას და მის მონახულებას უშედეგოდ ცდილობს უკრაინელი ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა.

2015 წლის აგვისტოში სენცოვს ბრალი დასდეს ყირიმსა და სევასტოპოლში რამდენიმე ტერაქტის მომზადებაში. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუსეთში. სენცოვს ბრალი არ უღიარებია. 14 მაისს კი დაპატიმრებულმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. სენცოვი ყირიმში ცხოვრობდა, რუსული ოკუპაციის შემდეგ რუსეთისთვის, ის ავტომატურად რუსეთის მოქალაქე გახდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პასუხი ამერიკულ სანქციებზე
შემდეგი სტატიასმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს