მოშიმშილე მიგრანტების გამო ბელგიის მთავრობა დაშლის პირას არის

ასობით უდოკუმენტო მიგრანტმა, რომლებიც მაისიდან შიმშილობენ და ოფიციალურად ცხოვრების უფლებას ითხოვენ, წყლის დალევაზეც უარი თქვეს – ამის გამო ბელგიის კოალიციური მთავრობა დაშლის პირას არის.
დაახლოებით 400 მიგრანტი შიმშილობს 23 მაისიდან, მათგან მესამედმა წყალსა და მარილის ხსნარის მიღებაზე უარი თქვა.
საქველმოქმედო სამედიცინო ორგანიზაციამ, რომელიც მოშიმშილეებს ეხმარება, გაავრცელა, რომ მოშიმშილეები რამდენიმე დღეში შეიძლება მოკვდნენ.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ უარი თქვა ნებისმიერ გამონაკლისზე და თქვა, რომ მოშიმშილე 400 მიგრანტი არაფრით განსხვავდება დანარჩენი 150 ათასი მიგრანტისგან, რომლებიც დოკუმენტების მგარეშე ცხოვრობენ ბელგიაში.

კოალიციური პარტიიდან სოციალისტებმა და მწვანეებმა განაცხადეს, რომ ეს საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებაა და ამბობენ, რომ თუკი რომელიმე მიგრანტი მოკვდება, ისინი კოალიციას დატოვებენ.
მოშიმშილე მიგრანტები სამხრეთ აზიიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან არიან, ისინი დაახლოებით ათი წელი იმყოფებიან ქვეყანაში. პანდემიამდე ყველა მათგანი მუშაობდა, თუმცა ლოკდაუნის შემდეგ, როცა კაფეები და რესტორნები დაიკეტა, თავის გატანა გაუჭირდათ.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტების უხამსი ფოტოს გავრცელების გამო, სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერდა
შემდეგი სტატიაიტალიის სანაპიროზე სროლის შედეგად ათი პირი დაშავდა