მოშიმშილე დეპუტატებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე შეუერთდა

მოშიმშილე დეპუტატებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე შეუერთდა – ინფორმაცია პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

ბარამიძის თქმით, ვინაიდან მას დეპუტატის მანდატი არ აქვს, ენმ-ის ცენტრალურ ოფისში იშიმშილებს.

“ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს.

უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია.

ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას.

რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ.

#თავისუფლებამიშას!

თავისუფლება საქართველოს!”, – წერს ბარამიძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაშიმშილობა გვიწევს პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად – ვილი პაჭკორია პროტესტს აგრძელებს