მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელიას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში20 წლამდე პატიმრობა ემუქრება კაცს, რომელმაც ცოლს საფანტის იარაღით და დანით ჭრილობები მიაყენა
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა