“მოსამართლის შეცდომას არ უნდა შეეწიროს რომელიმე მუხლი“

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, მანამდე კი სარჩელში შეტანილ ნორმებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავდა პარლამენტის შუამდგომლობით სხდომაზე მოწვეული სპეციალისტი.

გია ლილუაშვილმა დღეს რამდენიმეჯერ ახსენა, რომ ის ნორმები, რომლის მიხედვითაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილებები მიიღო, არ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას და ეს იყო მხოლოდ მოსამართლის შეცდომა.

„ვფიქრობ, ალბათ უმჯობესი იქნებოდა რაღაცეების უფლებები არ მიეცა დროებითი მმართველისთვის. მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ბატონი მოსამართლე როდესაც ასეთ განჩინებას იღებდა, ალბათ ფიქრობდა, რომ დროებითი მმართველი კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე არ გაასხვისებს იმ ქონებას, რაზეც დავაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ ეწინააღმდეგება არცერთ იმ კონსტიტუციურ მუხლს. მოსამართლის შეცდომას არ უნდა შეეწიროს რომელიმე მუხლი”, – განაცხადა გია ლილუაშვილმა.

უფრო კონკრეტულად კი ამ ნორმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს სპეციალისტმა ზუსტი პასუხი ვერ გასცა, მოსამართლეებს მოუწიათ მისთვის რამდენიმეჯერ შეეხსენებინათ თუ რატომ იყო ის მიწვეული დარბაზში.

სპეციალისტს დღეს კითხვები ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატებმაც დაუსვეს. ამ შემთხვევაშიც გია ლილუაშვილი შეეცადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად მოსამართლე ურთმელიძის მიერ დაშვებული შეცდომისთვის დაებრალებინა.

banner
წინა სტატიაშიპრემიების ამკრძალავი პროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით ჩავარდა
შემდეგი სტატია“მემარცხენე ალიანსი” პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტზე მუშაობის დაწყებას ითხოვს