მოსამართლის სათქმელი არის დარბაზში – ბესელია

„მოსამართლის სათქმელი არის დარბაზში“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„ეს წერილი არის ფრაგმენტი კამპანიის, რომელიც უგუნურად დაგეგმა მმართველმა პარტიამ. მდაბიო და უგემოვნო ფორმაა. მგონია, რომ მოსამართლის სათქმელი არის დარბაზში, გადაწყვეტილებაში, განაჩენში და აი, ეს ტექსტი მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაწერილი ტექსტია, რომლითაც მოსამართლე საუბრობს და ეს არის ძალიან დიდი უხერხულობა თავად მოსამართლისთვის“, – აცხადებს პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიშეიძლება სასულიერო პირების მოწვევაა სხდომაზე საჭირო, რომ კოლეგებმა ნაკლებად იჩხუბონ, შეიძლება მანდილოსნები დავასწროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო არ იყოს საჩხუბარი – ხვიჩია
შემდეგი სტატიაბახმუტი იქნება რუსების შემდეგი სამიზნე, თუ ისინი დაიკავებენ სევერსკს – ბრიტანეთის დაზვერვა