“მოსამართლის კანდიდატურა წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი წესით და რაიმე ინდივიდუალურ ჩარევებს ადგილი არ ჰქონია”

ვფიქრობ, ბატონი თეიმურაზი არის ერთ-ერთი სასურველი კანდიდატურა, რომელმაც კარგად, ბრწყინვალედ იცის შიდა სამზარეულო,- განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ თეიმურაზ ტუღუშის არჩევასთან დაკავშირებით.

„ის ყველა სამართალწარმოების ასპექტში არის საკმაოდ ჩახედული , დაკვალიანებული და ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი წევრის სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის იქნება მეტად ეფექტური, რაც სწრაფი მართლმსაჯულებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”,- განაცხადა გვენეტაძემ.

სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ტუღუში მისი კანდიდატურა იყო. მისივე განცხადებით, თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა წარდგენილი იყო კანონით დადგენილი წესით და რაიმე ინდივიდუალური ჩარევები, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისათვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, არ ყოფილა.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბატონი თეიმურაზი არის ჩემი კანდიდატურა. ბუნებრივია, მას წინ უძღოდა კონსულტაციები რაც მუშა რეჟიმში ხორციელდებოდა და უამრავი ადამიანის მოსაზრება, შეფასება იყო გათვალისწინებული. ჩემი ვალდებულება და ჩემი პასუხისმგებლობაა ის, რომ მე პლენუმს წარვუდგინო კანდიდატურა, რომელიც თავის გადაწყვეტილებით დამეთანხმება ან არ დამეთანხმება, პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე, თუმცა ჩემი კოლეგებიც ინაწილებენ პაუსხისმგებლობას პლენუმის სახით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანდიდატურა წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი წესით და რაიმე ინდივიდუალური ჩარევები, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისათვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაში“ენგურჰესთან” ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
შემდეგი სტატიაგია უდესიანისთვის წინასწარი პატიმრობის განჩინება მოსამართლემ ძალაში დატოვა