მოსამართლის დედამთილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მუშაობს – კოორდინატორი კანდიდატისთვის ხმებს კარდაკარ აგროვებს

Processed with VSCO with preset

მოსამართლის ოჯახის წევრი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მუშაობს და კარდაკარ ქართული ოცნების რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ხმებს აგროვებს.

მოსამართლე ნინო ბუაჩიძის დედამთილი – გულიკო ჭარბაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის კოორდინატორია და ადგილობრივ მოსახლეობას აგრესიული ფორმით სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვს და ემუქრება.

მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ მთავარი საარჩევნო დავა განიხილა. მან ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოთხშაბათს გამართვა ძალაში დატოვა.

მოახდინა თუ არა მოსამართლის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ოჯახის პოლიტიკურმა აქტიურობამ, ამ კითხვის დასმის გამო, ჟურნალისტებს გულიკო ჭარბაძემ შეურაცხყოფა მიაყენა.

მოსამართლის მეუღლის საცხოვრებელ სახლის ღობეზე სალომე ზურაბიშვილის დიდი პლაკატია გაკრული. ნინო ბუაჩიძის დედამთილი ამბობს, რომ მთელი ოჯახი ყოველთვის მხარს ხელისუფლებას უჭერს და ტრადიციას არც ამ შემთხვევაში ღალატობენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ საკითხი პრობლემურია და მოსამართლეს საარჩევნო დავის განხილვა თავიდან უნდა აეცილებინა.

არსებობს ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ გულიკო ჭარბაძეს ხელში საარჩევნო კომისიის სამაგიდო სია აქვს. ის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობს და ყველა დოკუმენტზე .

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში დახურულ შეხვედრას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა.

თათბირის დეტალებზე საუბარი კობა ლურსმანაშვილმა არ ისურვა, სამაგიეროდ განაცხადა, რომ რძალი ოჯახის წევრი არ არის და ამიტომ გულიკო ჭარბაძის პოლიტიკურ საქმიანობასთან ნინო ბუაჩიძეს კავშირი ვერ ექნება.

ხარაგაულის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან კი დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლე ნინო ბუაჩიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

banner
წინა სტატიაშირესტორან “წისქვილის” ადმინისტრაცია თანამშრომლებს ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებს – “კურიერმა” მტკიცებულებები მოიპოვა
შემდეგი სტატიასაიდუმლო ჩანაწერი, რომელიც მმართელ გუნდში დაპირისპირებას ადასტურებს – დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი “ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრებს დედას აგინებს