მოსამართლეზე ზეწოლა და გავლენების გამოყენება – გიორგი მიქაუტაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს საბჭოს ერთ-ერთ მოსამართლეზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება კახაბერ ხარჩიძის და თამარ ხაჭაპურიძის საქმეს, სადაც მიქაუტაძე დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს. გიორგი მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ კახაბერ ხარჩიძის და თამარ ხაჭაპურიძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან შემხებლობა არ აქვს.

„არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ეს ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც გვესმის. ბატონი ხვიჩას გამწესებას რაც შეეხება, მე ამ პროცედურებიდან აცილებული ვიყავი და მონაწილეობა არ მაქვს მიღებული მისი მოსამართლედ გამწესების საკითხში. მე 10-წლიანი ვადით ვარ გამწესებული და ეს ვადა ნელ-ნელა იწურება და მე მაქვს სურვილი, რომ გავაგრძელო ჩემი კარიერა სასამართლო სისტემაში და მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვიყო უვადოდ გამწესებული,“ – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტობის კანდიდატებიდან ექვსი კერძო ბიზნესს წარმოადგენს, ხუთი კი დროებით უმუშევარია
შემდეგი სტატიაიცოდეთ ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა – სააკაშვილი ,,გირჩის” და ,,ოცნების” კავშირზე საუბრობს