მოსამართლეთა შერჩევის წესი – ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია

მოსამართლეთა შერჩევის წესი – ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია. განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეთა არჩევასთან.

„ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც არის დაკავშირებული მოსამართლეების შერჩევასთან, მოსამართლეთა არჩევასთან და ეს კანონპროექტი, როგორც მოგეხსენებათ ადგენს უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი,“ – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელთა გაზიარებაც მოხდება. მათ შორის შესაძლებელია მმართველმა გუნდმა გაიზიაროს ოპოზიციის მოთხოვნა, გამოცდის ამოღებასთან დაკავშირებით.

„ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება, მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია, შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც არის აბსოლუტურად გაუგებარი, თუ რატომ შეიძლება ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც არის დაინტერესებული მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით. კონტექსტის გათვალისწინებით, მე მიმაჩანია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც არის შესაძლებელი,“ – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი მერობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიარუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება