მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები – ეკა ბესელია პარლამენტში ახალ კანონპროექტს დაარეგისტრირებს

თანამოაზრეების შემოკრების პარალელურად, ეკა ბესელიას გუნდი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ახალ პროექტზე განხილვებს განაგრძობს. პროექტში ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლის გაძლიერებაზე. ბესელიას განმარტებით კვირის ბოლომდე ის კოლეგებს შორის ხელმომწერების რაოდენობასაც დაადგენს. ახალი ინიციატივის დარეგისტრირება პარლამენტში მომავალ კვირას იგეგმება.

„პრინციპებს ყველა მხარს უჭერს. ჩვენ ახლა ორშაბათამდე გვექნება შიდა სამუშაო პროცესი. გავცვლით მოსაზრებებს. ორშაბათისთვის უკვე საბოლოო სახეს მივცემთ ამ კანონპროექტს და დავიწყებთ კანონპროექტზე ხელმოწერებს კოლეგებს შორის. ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესი, როდესაც გამოჩნდება უკვე ვინ რა პოზიციაზე დგას საბოლოოდ,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში სავარაუდოდ CO-ს დაგროვების შედეგად, 2 ადამიანი გარდაცვლილა
შემდეგი სტატია,,საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების პროცესში სირთულეები რჩება” – კარასინი