მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიას აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა გვარამიას აცილებაზე არ დააკმაყოფილა. 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის აცილებას ნიკა გვარამიას იმდროინდელი თანამდებობის მოტივით ითხოვდა.

პროკურატურა ნიკა გვარამიას აცილებას ითხოვს – სასამართლო სხდომის დეტალები

მოსამართლის თქმით, აცილების საფუძველი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გვარამია უშუალოდ საქმის პროკურორი იქნებოდა.

“კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად აი ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა როგორც ბრალდებულის, განა მასალებში, ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება და ამიტომ სამივეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ.” განაცხადა მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი სააკაშვილზე – ვინაიდან ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ გასხივებენო
შემდეგი სტატიასასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს