მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები 2-3 დღეში გახდება ცნობილი

მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დეტალები 2-3 დღეში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრებში პარლამენტის თავმჯდომარასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს იყო საუბარი ერთადერთ საკითხზე: დეტალურად გავიარეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კანდიდატების კრიტერიუმები, შესაბამისი პროცედურები. ამ პროცესში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩართულები იყვნენ საერთაშორისო პარტნიორების წამომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი იმ პრინციპებს, რაც ამ ჯგუფში დამუშავდა და უახლოეს დღეებში თქვენ იხილავთ ამის პრეზენტაციას .არის არაერთი ეტაპი, რომელიც გარკვეულ ფილტრს წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გამწესებამდე, აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდოთ მაქსიმუმ 2-3 დღეში პრეზენტაციას მოვაწყობთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“მამუკა ხაზარაძეს გამოკითხვისას არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან”
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: არც საპარლამენტო ტრიბუნა და არც ქვეყანა არ არის ცირკის არენა