მოსამართლეთა გამოცდა უნდა იყოს ანონიმური – ანა დოლიძე ცვლილებებს ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეების საგამოცდო სისტემას განიხილავენ. საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, თვლის, რომ არსებული სისტემა ობიექტური არ არის და გამოცდებზე მოსამართლეთა ანონიმურობა სრულად უნდა იქნას დაცული.
„საკვალიფიკაციო გამოცდისგან თითქმის მთლიანად უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს ჩამოშორება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ობიექტური შეფასების სისტემა. წარმოდგენილ ცვლილებებში მაინც კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი უფლება დაუწეროს ნიშანი გამოსაცდელ პირს. მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს დაცული გამოცდა უნდა იყოს სრულიად და ყოველმხრივ ანონიმური,“-აცხადებს დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიდღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიადაგროვებითი პენსია- საკითხს რამდენიმე კომიტეტში განიხილავენ