მოსამართლეთა დანიშვნის წესზე შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონის შესახებ სარჩელი. დავის საგანს წარმოადგენდა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნა და მოსამართლედ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობაში მიმდინარე წელს განხორციელდა ცვლილებები და ორგანულ კანონს დაემატა რიგი დებულებები, რომელიც ითვალისწინებს როგორც მოსამართლეთა გამწესებაზე უარის თქმის გასაჩივრების შესაძლებლობას, ასევე მოსამართლედ გამწესების დასაბუთებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადებით, დღევანდელი საკანონმდებლო რეალობის გათვალისწინებით პრობლემატური აღარ არის მოსარჩელის მოთხოვნა. გადაწყვეტილებას სამი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის, მაია კოპალეიშვილისა და ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი დაერთო.

banner
წინა სტატიაშიკითხვებისთვის არ ვარ ჩამოსული – მიხეილ ჯანელიძე პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრება
შემდეგი სტატიაილია მეორემ წირვის დროს ბავშვები დალოცა