მოსამართლეს არ აქვს უფლება იმაზე მეტი განმარტება გააკეთოს, რაც წერია – მოსამართლე ძლიერაშვილი “რუსთავი2”-ის საქმეზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი რუსთავი 2 -ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს. მოსამართლე არ აკონკრეტებს რის საფუძველზე დაადგინა დიდმა პალატამ იძულება.
“სასამართლოს პოზიცია ნათლად არის ასახული, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ გადაწყვეტილებას. მე მეტს ვერაფერს გეტყვით. გადაწყვეტილებაში ყველაფერი წერია, მე მეტი რა უნდა დავამატო. მოსამართლეს არ აქვს უფლება იმაზე მეტი განცხადება გააკეთოს რაც გადაწყვეტილებაში წერია”- აღნიშნა მოსამართლემ.

უზენაესი სასმართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დიდმა პალატამ დაასკვნა, რომ რუსთავი 2-ის საქმეში მოსარჩელე მხარის მიმართ იძულება სულ მცირე 2012 წლის არჩევნებამდე მაინც გრძელდებოდა, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს თქმით, ახლად არჩეულმა პარლამენტმა 2012 წლის 5 დეკემბრის აქტით ის პოლიტიკურ დევნილად ცნო.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური მოტივი უბრალოდ წარმოუდგენელია – მიხეილ გიორგაძე “რუსთავი 2”-ის საქმეზე
შემდეგი სტატია(Foto) გარევაჭრობის ობიექტებში გაფუჭებული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს