7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

მოსამართლემ წინასწარი განჩინებით გააუქმა ტრამპის მიერ თეთრ სახლში მედიის აკრძალვა

მოსამართლემ წინასწარი განჩინებით გააუქმა ტრამპის მიერ თეთრ სახლში მედიის აკრძალვა.

ტრამპმა თეთრ სახლში ღონისძიებების გაშუქება MS NOW-ს, CNN-ისა და Politico-ს სექტემბერში აუკრძალა.

“პრეზიდენტ ტრამპის კომენტარები მიუთითებს იმაზე, რომ მას მოსარჩელეთა მუდმივი საშვების გაუქმებით სურდა შეეცვალა მათ მიერ მის შესახებ გავრცელებული რეპორტაჟები. საქმის მასალებში არ არის არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავიდანვე ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მუდმივი საშვების გაუქმების შესახებ, და არც არასდროს უთქვამს პირდაპირ, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი ეროვნული უსაფრთხოება იყო“ – წერს მოსამართლე კელი განჩინებაში, ამავე ტექსტში ვკითხულობთ, რომ დაირღვა მედიების სამართლიანი სასამართლოს უფლება, როდესაც ტრამპმა მათი დაშვება დაუყოვნებლივ აკრძალა ისე, რომ საპასუხო არგუმენტების წარდგენის შანსიც კი არ მიუცია.

განჩინება არ არის სარჩელის არსებითი მხარის საბოლოო გადაწყვეტილება. ის ასევე არ ავალდებულებს თეთრ სახლს, აღუდგინოს ამ მედიასაშუალებებს ოვალურ კაბინეტსა და საპრეზიდენტო თვითმფრინავზე წვდომა.

მოსამართლე ტიმოთი კელი ვაშინგტონის აშშ-ის საოლქო სასამართლოში თავის პოსტზე ტრამპის მიერ იყო წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიმიხაილ ფედოროვი: Starlink-მა უკრაინაში ნაწილობრივ განაახლა მუშაობა
შემდეგი სტატიააშშ-ის კონგრესის ორპარტიული ჯგუფი: შეშფოთებულნი ვართ უკრაინიდან მოსული ცნობებით, რომ აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები და Starlink-ის მხარდაჭერა იზღუდება