მოსამართლემ თენგო კირთაძეს, ნინო ლაღიძეს და დანი მაღრაძეს 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

პარტია „ფედერალისტების“ წევრი, თენგო კირთაძე, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამავე პროცესზე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სტუდენტი დანი მაღრაძე და გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი ნინო ლაღიძეც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და გზის გადაკეტვისთვის 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, თენგო კირთაძე, დანი მაღრაძე და ნინო ლაღიძე პოლიციამ დღეს დააკავა.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი ამბობს, რომ “არ ესმის” რუსთაველის გამზირის გადაკეტვის “აკვიატება მთელი წლის მანძილზე”
შემდეგი სტატიაპარტია “დროას” წევრ ნათია ლეთოდიანს სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა