მოსამართლემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა – ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა – თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ პროცესზე დასწრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.

ცნობისთვის, სხდომა მანამდე დაატოვებინეს ახალიას ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე,  პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი: “რუსეთთან კავშირი აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ გარანტიას წარმოადგენს”
შემდეგი სტატიაბერდია კალანდია: ემიგრაცია — ცოცხლად დამარხვა, თუ გადარჩენის მძიმე სკოლა?!