11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

მოსამართლემ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 სინდისის პატიმრის საქმის განხილვა გაიმართა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაში4 აგვისტომდე საქართველოში ზოგან ჰაერი 38-40 გრადუსამდე გათბება – გარემოს სააგენტო
შემდეგი სტატიაელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად