მოსამართლემ ნინო ბერუაშვილს რუსთაველის გადაკეტვისთვის 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლემ პარლამენტის წინ აქციაზე რუსთაველის გადაკეტვის გამო ნინო ბერუაშვილს 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 9 ადამიანი: ვახო სანაია, დავიტ გოგიჩაიშვილი, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.

დღეს “ოცნების” პოლიციამ, სავარაუდოდ, რუსთაველის გადაკეტვისთვის ფორმულას ჟურნალისტი, ქეთა ციცქლშვილი დააკავა.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
შემდეგი სტატიაკაია კალასი – ნოემბერში ძალაში შევა ახალი სავიზო რეგულაციები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის