მოსამართლემ მირზა სუბელიანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატების შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროცედურულად დღეს სუბელიანის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ეტაპია.

პროკურატურამ მირზა სუბელიანის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის განხილვა სასამართლოში თითქმის დასკვნით ეტაპზეა. დღეს მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

შესაძლოა, განაჩენი მოსამართლემ დღევანდელ პროცესზევე გამოაცხადოს.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გასული წლის ზაფხულში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსზე კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაზაზა პაპუაშვილი და ოთარ ჩრდილელი არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შესაძლოა უახლოეს დღეებში “ქართული ოცნება” დატოვონ