მოსამართლემ მეწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

“თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ არც ერთი წამით, ვადასტურებ, რომ პროტესტში აქტიურად ვმონაწილეობ, 15 დღეს მომისჯიან თუ 15 თვეს, ჩემთვის მთავარია ღირსება და როგორ შევხედავ თვალებში ჩემს მეგობრებს და ჩემს ხალხს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს!”, – თქვა მწერალმა სასამართლო პროცესზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

იგი ციხეში, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით გაუშვეს.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ კახა მიქაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიადღეს აკავებენ ადამიანს, რომელმაც წლები ბრძოლაში გაატარა, სამართლიანობისა და სიმართლისთის ბრძოლაში!