მოსამართლე დავით აკობიძემ ირაკლი კობახიძის წინაამღდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა
ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტი “ქართული ოცნების” ლიდერის მიერ მის შესახებ გაკეთებული განცხადებების საჯაროდ უარყოფას ითხოვდა.
მოსამართლის არგუმენტი ასეთია: “პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე მსგავსი სარჩელი არ დაიშვება.”
სასამართლოში სხდომზე არ გამოცხადდა არც ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი.
2025 წლის 10 ივლისს „იმედის“ ეთერში და 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში სტუმრობისას ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილის გარტყმა თითქოსდა „უცხო ძალების მიერ იყო დაგეგმილი“ და მიზნად პოლიციის დისკრედიტაციას ისახავდა.
ამაღლობელი ითხოვდა, რომ კობახიძემ ეს ბრალდებები იმავე ტელეეთერებში, იმავე სერთერო დროს საჯაროდ უარყოს.



















