მოსამართლემ ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის მიერ რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ქეთევან კუჭავამ განმარტა, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის აუცილებელი ელემენტი და მოპასუხეთა მიერ გაჟღერებული განცხადება აზრის გამოხატვად ჩაითვალა.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში. საქმეზე გადაწყვეტილება 30 ნოემბერს გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი : ოპოზიციის აქციაზე შსს მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა ყოველთვის, კანონის ფარგლებში
შემდეგი სტატიაარჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის 13 ფაქტი – შსს-მ გამოძება დაიწყო